თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ლიტერატურის ისტორიის ს/ს ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა 2025 წლის 22 დეკემბერს ტრადიციულად გამართავს რიგით მე-8 სამეცნიერო კონფერენციას - "XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა". კონფერენციის მონაწილეთა სტატიები (რედაქტირებული) დაიბეჭდება ამავე სახელწოდების სამეცნიერო ჟურნალში -"XIX საუკუნე - ეპოქათა მიჯნა" #6.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 30 ნოემბრამდე. თეზისები უნდა გააგზავნონ კონფერენციის ორგანოზატორთან ასოც. პროფ. თამარ შარაბიძესთან შემდეგ მისამართზე: tamar.sharabidze@tsu.ge
იხ. თეზისების გაფორმების წესი:
1. ავტორის სახელი და გვარი ქართულად და ინგლისურად;
2. თეზისების სათაური ქართულად და ინგლისურად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად და ინგლისურად;
5. თეზისების ძირითადი ტექსტი (MS Word-ით)
ქართულად და ინგლისურად;
6. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად და ინგლისურად;
7. ფორმატი — A4
8. შრიფტი — UNICODE (Sylfaen)
9. თეზისების /სტატიის ძირითადი ტექსტი დაიწყეთ მომდევნო, ახალი
გვერდიდან, 12 ზომის შრიფტით.
10. ფოტოების და სხვა გრაფიკული გამოსახულების კომპიუტერული
ვარიანტი შესრულებული უნდა იყოს JPG ფორმატში.
11. თეზისის მოცულობა: 300-300 სიტყვა თითოეულ ენაზე.
12. თავფურცელი გააფორმეთ შემდეგი თანმიმდევრობით:
ავტორ(ებ)ი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
სათაური — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ორგანიზაცია, მაგ., ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ფაკულტეტის დასახელება — 12 ზომის შრიფტით ცენტრში;
ბოლოს — 3-5 საკვანძო სიტყვა.